• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
აუღებელი კამპ ნოუ: შეძლებს ნიუკასლი ბარსელონას დამარცხებას?
ფეხბურთიფეხბურთი

აუღებელი კამპ ნოუ: შეძლებს ნიუკასლი ბარსელონას დამარცხებას?

11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კამპ ნოუს ფაქტორი: ბარსელონა ნიუკასლის წინააღმდეგ მთავარი კოზირით წარსდგება


ოთხშაბათს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ნიუკასლს უმასპინძლებს. პირველი მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ნებისმიერი ანგარიშით მოგება საკმარისია.

ამ გადამწყვეტი მატჩის წინ კატალონიელთა სასარგებლოდ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური ფაქტორი მეტყველებს: მათი დაუმარცხებელი სერია საკუთარ მოედანზე.


კამპ ნოუ – აუღებელი ციხესიმაგრე


როგორც გამოცემა Diario AS აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკის გუნდი 22 ნოემბერს კამპ ნოუზე დაბრუნდა, ბარსელონა საშინაო მატჩებში უშეცდომოდ ასპარეზობს.

ფაქტობრივად, ბარსელონა ამჟამად ევროპაში საუკეთესო გუნდია საშინაო შეხვედრების მიხედვით. შინ დაბრუნების შემდეგ მათ ზედიზედ 11 მატჩი მოიგეს. ეს შთამბეჭდავი სერია ატლეტიკ ბილბაობს განადგურებით (4:0) დაიწყო და მას შემდეგ კატალონიელებმა ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და თასზე ყველა მეტოქე დაამარცხეს.

ამ 11 გამარჯვების განმავლობაში ბლაუგრანამ 33 გოლი გაიტანა და მხოლოდ 6 გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფონზე დაფიქსირდა. თუ პირველ ათ მატჩში ტრიბუნები მხოლოდ 42,000 მაყურებელს იტევდა, გასულ კვირას სევილიასთან მოგებულ (5:2) შეხვედრაში დასწრება 62,000-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა შინ დაუმარცხებელია, ნიუკასლი კატალონიაში საკუთარი ამბიციებით ჩადის. ინგლისურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის მოუგო, ჯგუფურ ეტაპზე კი პარიზში პსჟსთან ფრე ითამაშა. შესაბამისად, ხვალინდელ მატჩში კამპ ნოუზე უდიდესი ბრძოლაა მოსალოდნელი.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ჰანსი ფლიკი
კამპ ნოუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლაპორტას გამარჯვება და ფლიკის ახალი კონტრაქტი: ბარსელონას გრანდიოზული გეგმები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტას გამარჯვება და ფლიკის ახალი კონტრაქტი: ბარსელონას გრანდიოზული გეგმები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ", — ფლიკი ბარსასთან ახანგრძლივებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ", — ფლიკი ბარსასთან ახანგრძლივებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გინდათ თუ არა მესის დაბრუნება?", — ბარსელონას გამოკითხვა უცნაური შედეგებით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გინდათ თუ არა მესის დაბრუნება?", — ბარსელონას გამოკითხვა უცნაური შედეგებით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მომავლის ვარსკვლავები: მსოფლიოს 10 საუკეთესო თინეიჯერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მომავლის ვარსკვლავები: მსოფლიოს 10 საუკეთესო თინეიჯერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 მარ, 2026

ლაპორტას გამარჯვება და ფლიკის ახალი კონტრაქტი: ბარსელონას გრანდიოზული გეგმები

News image

17 სთ წინ

„უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ", — ფლიკი ბარსასთან ახანგრძლივებს

News image

16 მარ, 2026

„გინდათ თუ არა მესის დაბრუნება?", — ბარსელონას გამოკითხვა უცნაური შედეგებით

News image

18 სთ წინ

მომავლის ვარსკვლავები: მსოფლიოს 10 საუკეთესო თინეიჯერი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება