VIDEO: მორიგი მარცხი — იუვენტუსს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 26-ე ტურში იუვენტუსი საკუთარ მოედანზე კომოსთან დამარცხდა.
ალიანც სტედიუმზე გამართული შეხვედრა სესკ ფაბრეგასის გუნდმა 2:0 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაისთან (2:5) და თასზე ატალანტასთან (0:3) განადგურებების ჩათვლით, იუვენტუსს უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (4 მარცხი, 1 ფრე).
სპალეტის გუნდს 46 ქულა დარჩა და ამ ეტაპზე მე-5 ადგილს იკავებს, კომომ კი 45 ქულა დააგროვა და ტურინულ გრანდთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.