პაულო ფონსეკა მიიჩნევს, რომ მილანის ხელმძღვანელობას მისთვის მეტი დრო უნდა მიეცა.
პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიურ გუნდს 2024 წლის ივნისიდან დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.
ამჟამად ლიონის მთავარმა მწვრთნელმა The Athletic-თან ინტერვიუში იტალიაში მუშაობის სირთულეებზე ისაუბრა:
„მეტ დროს ვიმსახურებდი. მილანი საოცარი კლუბია და იქ ყოფნა ძალიან მომეწონა. გული მწყდება, რომ დრო არ მომცეს — მათ თამაშის სტილის შეცვლა შემომთავაზეს. იმის შეცვლა, რაც გუნდს წლების განმავლობაში ჰქონდა, მარტივი არ არის; ამას დრო სჭირდება, განსაკუთრებით იტალიაში, სადაც ეს კიდევ უფრო რთული, თითქმის შეუძლებელია.
გვქონდა საოცარი მატჩები, ვთამაშობდით ძალიან კარგ ფეხბურთს. მართალია, მეტი სტაბილურობა გვჭირდებოდა, მაგრამ იტალიაში რაღაცის შეცვლა ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენს“, — განაცხადა ფონსეკამ.