მილანის ყოფილმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, მასიმილიანო ალეგრის საფეხბურთო ფილოსოფია და მისი მუშაობის შედეგები მკაცრად გააკრიტიკა.
Il Messaggero-სთან ინტერვიუში კასანომ არ დაიშურა კრიტიკა იმ მწვრთნელის მიმართ, რომელთან ერთადაც 2011 წელს სკუდეტო მოიგო:
„ალეგრის მილანი — ეს არის ანტიფეხბურთი. მასიმილიანოს არაფრის შეთავაზება არ შეუძლია. მაშინ, მილანში, ჩვენ დავეხმარეთ მას ჩემპიონობის მოპოვებაში და ამას ვაკეთებდით არა იმით, რასაც ის გვეუბნებოდა, არამედ პირიქით.
ის ყოველთვის იმეორებს, რომ მთავარი მოგებაა, არადა იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ მას არაფერი მოუგია, არც წელს მოუპოვებია რაიმე. თუკი ვეღარ იგებ, ფულს რაღაში იღებ?" — განაცხადა კასანომ.