მილანისა და კომოს მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ სესკ ფაბრეგასის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა.
„სალემაეკერსი ფაბრეგასმა მოქაჩა, ამიტომაც გამაძევეს, რადგან იქ ჩემი მოთამაშის დასაცავად მივედი. მოიხადა ბოდიში? მაშინ შემდეგ ჯერზე მოედანზე შევალ და ვარდნას გავაკეთებ!“ - განაცხადა მილანის თავკაცმა.
TuttoMercatoWeb-ის ცნობით, ჟურნალისტებმა პრესკონფერენციის დარბაზში სესკ ფაბრეგასსა და მასიმილიანო ალეგრის შორის მწვავე დაპირისპირება დააფიქსირეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალეგრი ყვიროდა: „ბავშვი ხარ, ნაბი*ვარო, ბავშვი ხარ, რომელმაც ახლახან დაიწყო მწვრთნელობა!“
VIDEO: მილანმა შინ კომოს ვერ მოუგო და ლიდერს უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება
