VIDEO: მუსლერას გოლი - გალათასარაიმ მე-5 ვარსკვლავი მოიპოვა
19 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთის სუპერ ლიგის 36-ე ტურში გალათასარაიმ საკუთარ მოედანზე ქაისერისპორი მიიღო და 3-0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით სტამბოლურმა გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მდევარ ფენერბაჰჩეს 8 ქულით გაასწრო და ჩემპიონობა გაინაღდა.
გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატი ისტორიაში 25-ედ მოიგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალათასარაი გახდება პირველი თურქული კლუბი, რომელიც ლოგოზე მე-5 ვარსკვლავს დაიტანს (1 ვარსკვლავი = 5 ტიტული).
საჩემპიონო თამაშში თავისი მორიგი გოლი გაიტანა ვიქტორ ოსიმენმა, რომელსაც ჩემპიონატის ამ სეზონში უკვე 25 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
როცა ანგარიში 2-0 იყო, გალათასარაიმ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც გუნდის ლეგენდარულმა მეკარე ფერნანდო მუსლერამ შეასრულა და გოლიც გაიტანა.
38 წლის ურუგვაელმა, რომელიც გალათასარაის კარს 14 წელია იცავს, სტამბოლურ გუნდში მე-19 ტიტული მოიგო, რითიც თურქული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.