2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მუნდიალზე პირდაპირ გავა, მეორეადგილოსანი კი პლეიოფს ითამაშებს.
წინასწარი პროგნოზით, ამ 4 გუნდს შორის აშკარა ფავორიტი ევროპის ჩემპიონი ესპანეთია. აი, მეორე ადგილისთვის კი დიდი ალბათობით, საქართველოს ბრძოლა თურქეთთან მოუწევს.
ეროვნული გუნდი შესარჩევს 4 სექტემბერს, სახლში სწორედ თურქეთთან მატჩით გახსნის. კარგი ინფორმაციაა, რომ ამ თამაშზე დასწრება მაყურებელს შეეძლება.
გუნდებს შორის მეორე მატჩი კი 14 ოქტომბერს, თურქეთში გაიმართება.
ურთიერთშეხვედრები
2002 - თურქეთი 3-0 საქართველო - გოლები: ერდემი, ჰასფოლათლი, ქაჰვეჩი
2004 - თურქეთი 1-1 საქართველო - გოლები: თექე, ასათიანი
2005 - საქართველო 2-5 თურქეთი - გოლები: სეიჰანი, ამისულაშვილი, თექე (2), იაშვილი, ავჩი, შანლი
2007 - საქართველო 1-0 თურქეთი - გოლი: სირაძე
2012 - თურქეთი 3-1 საქართველო - გოლები: ალტინტოპი, შაჰინი, თარგამაძე, ინანი
2024 - თურქეთი 3-1 საქართველო - გოლები: მიულდური, მიქაუტაძე, გიულერი, აქთიურქოღლუ