ბრაზილიის სერია ა-ს მე-14 ტურში სანტოსმა საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ლიდერი ფლამენგო მიიღო.
მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გავიდა. მასპინძლებს ნეიმარმა მოაგებინა.
ამ გამარჯვებით სანტოსმა 14 ქულა დააგროვა და ახლა მე-13 ადგილზეა.
ნეიმარმა კი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლის გატანა შეძლო.