ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა ლამინ იამალი, რომლის არდადეგებმაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
17 წლის იამალი ჯერ 30 წლის ინფლუენსერ ფატი ვასკესთან შენიშნეს, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. შემდეგ კი ახალგაზრდა ესპანელი ბრაზილიას ეწვია, სადაც თავის კერპ ნეიმართან ერთად გაატარა დასვენების დღეები.
სოციალურ ქსელში ნეიმარისა და იამალის ბრაზილიური არდადეგების კადრები ვრცელდება.
