ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკომ, ლამინ იამალი რონალდინიოს და ლეო მესის შეადარა.
- რას ურჩევდით ლამინ იამალს ელიტაში დასარჩენად?
სცადოს და განცალკევდეს მთელი სამყაროსგან, ის ზედმეტი ტვირთით არ უნდა შევაწუხოთ.
- უნდა მიიღოს თუ არა იამალმა ოქროს ბურთი ახლავე?
არის სხვა ვარიანტებიც - მაგალითად პედრი, დემბელე ან ვიტინია. სასიამოვნოა ბარსას ფეხბურთელების პრეტენდენტთა შორის ხილვა.
რაში ხედავთ ლამინის მსგავსებას რონალდინიოსთან და მესისთან?
გენიოსები იმაში გვანან ერთმანეთს, რომ ხედავენ იმას, რასაც ვერ ხედავენ სხვები. იამალს ეს თვისება ნამდვილად გააჩნია.
ის თავისებურად დომინირებს ფეხბურთში. ხოლო რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ყველამ თავის სამყაროში იცხოვროს. მისი სიტუაცია განსხვავდება მაგალითად რობერტ ლევანდოვსკის სიტუაციისგან." - აღნიშნა დეკომ.