NBA-ის სუპერფინალის სერიაში, სადაც ერთმანეთს ოკლაჰომა სიტი თანდერი და ინდიანა პეისერსი უპირისპირდებიან, გუნდებს შორის მე-5 მატჩი გაიმართა.
მატჩი ოკლაჰომას გამარჯვებით 120-109 დასრულდა და სერიაში ანგარიში თანდერის სასარგებლოდ 3-2 გახდა.
გამარჯვებულ გუნდს ჯეილენ უილიამსმა (40 ქულა) და შაი გილჯეს-ალექსანდერმა (31 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა) ულიდერეს.
ჯეილენი და შაი გახდნენ თანდერის ისტორიაში პირველი დუეტი, რომელმაც სუპერფინალის ერთ შეხვედრაში 30+ ქულა მიითვალა.
გუნდებს შორის მე-6 თამაში 20 ივნისს გაიმართება, ოკლაჰომა გამარჯვების შემთხვევაში NBA-ის ჩემპიონი გახდება.