ოკლაჰომა სიტი თანდერს ერთი მოგება აშორებს ბოლო 46 წელიწადში NBA-ის პირველ ტიტულთან - მაშინაც გამარჯვება სიეტლ სუპერსონიკსმა მოიპოვა, რომელიც OKC-ის წინამორბედი გუნდი იყო.
მნიშვნელოვანი გამარჯვებებით, გუნდმა 2-1 ჩამორჩენა აღმოფხვრა და ახლა სერიაში 3-2 არის ანგარიში, ტიტული კი ერთ ნაბიჯშია.
თავის მხრივ, ინდიანა პეისერსი ბოლომდე იბრძოლებს, რომ NBA-ის პირველი ტიტულის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაუშვას, მაგრამ გუნდმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, როცა შეეძლო მე-4 თამაშში სერიის ანგარიში 3-1 გაეხადა, ახლა კი ტაირეს ჰალიბარტონს ტრავმა აწუხებს და შანსები შემცირებულია.
მე-5 თამაშში მთავარი ვარსკვლავი ჯეილენ უილიამსი იყო, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 40 ქულა მიითვალა 56%-იანი სროლით. ამ საოცარი პერფორმანსით მან უმაღლეს დონეზე განაცხადი გააკეთა.
როგორც ყოველთვის, შაი გილჯეს-ალექსანდერმა თავისი საქმე გააკეთა და აქტივში 31 ქულასთან ერთად 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ისინი გახდნენ პირველი დუეტი თანდერის ისტორიაში, რომელთაც 30+ ქულა ჩააგდეს ფინალების ერთ თამაშში.
მე-5 თამაში ნამდვილი კოშმარი იყო ჰალიბარტონისთვის. პირველ მეოთხედში ტრავმის მიღების შემდეგ, მას 34 წუთში ერთი ბურთიც არ ჩაუგდია, საბოლოოდ კი მხოლოდ 4 ქულა მიითვალა, ისიც საჯარიმო სროლებიდან. გუნდის ლიდერობა პასკალ სიაკამმა სცადა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა.
ინდიანაში თამაშის მიუხედავად, მომენტუმი ოკლაჰომა სიტი თანდერის მხარეს არის და OKC ყველაფერს გააკეთებს, რომ მე-6 თამაშში დაასრულოს საქმე.
NBA-ის გურუ - სუპერფინალი