ESPN-ის ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, ბასების ოჯახი ლოს ანჯელეს ლეიკერსს ჰყიდის, რაც NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მფლობელობის დასასრულს ნიშნავს.
10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების შედეგად, ლეიკერსის ახალი მფლობელი TWG Global-ის CEO, მარკ უოლტერი ხდება. ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.
NBA-ის ბოლო ფრენჩაიზი, რომელმაც მფლობელობა შეიცვალა, ბოსტონ სელტიკსია, რომელიც ბილ ჩიშოლმმა 6 მილიარდ დოლარად შეიძინა, რომელიც იმ დროისთვის ასევე რკეორდი იყო.
მარკ უოლტერი ლოს ანჯელესურ სპორტში უკვე დამკვიდრებული ფიგურაა, მას MLB-ის გუნდ ლოს ანჯელეს დოდჯერსისა და WNBA-ის გუნდ ლოს ანჯელეს სპარკსის წილი აქვს.
ჯერი ბასმა ლეიკერსი 1979 წელს შეიძინა და სპორტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფრენჩაიზი გახადა.
მისმა შვილმა ჯინი ბასმა კი მფლობელობა 2013 წელს, ჯერის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა და სპორტში ერთ-ერთი გავლენიანი ქალი გახდა. ჯინი ლეიკერსის გაყიდვის შემდეგ გუნდში მაინც დარჩება და ერთ-ერთ თანამდებობას შეითავსებს.