VIDEO: პალმერის ხმაურიანი დაბრუნება და ჰეთ-თრიკი პირველივე ტაიმში — ჩელსი გამარჯვებებს აგრძელებს
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ჩელსიმ სტუმრად ვულვზი 3:1 დაამარცხა.
სამივე გოლი სტუმართა რიგებში კოულ პალმერმა გაიტანა — ორი პენალტით და ერთი თამაშიდან. მასპინძლებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვეთა მოახერხეს, თუმცა მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა.
როსენიორის გუნდმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა პრემიერ ლიგაში, 43 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე პოზიციები გაიმყარა.