ერთა ლიგის მეორე ტურში ინგლისის ნაკრებმა სტუმრად ჩეხეთი 2:0 დაამარცხა.
გოლებით თავი ენტონი გორდონმა და ჰარი კეინმა გამოიჩინეს.
პირველ ტურში ესპანეთთან საშინაო (2:3) მარცხის შემდეგ, ინგლისმა ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
ჩეხეთი კი ხორვატიის შემდეგ მეორე მატჩშიც დამარცხდა და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
0-1 გორდონი 47'
0-2 კეინი 69'