კრიშტიანუ რონალდუსა და ჟორჟე ჟეზუშს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
Record-ისა და A Bola-ს ცნობით, კოპენჰაგენში, სადაც პორტუგალიის ნაკრები 1 ოქტომბერს დანიას დაუპირისპირდება, საგანგებო რეჟიმში გაფრინდა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა. იგი ფეხბურთელსა და მწვრთნელს შეხვდება, რათა შექმნილი ვითარება განიხილონ.
41 წლის კაპიტანი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ნორვეგიასთან მატჩში მიცემული პირობის მიუხედავად, ნახევარი საათითაც კი არ ათამაშეს. საფინალო სასტვენისთანავე კრიშტიანუ გასახდელში წავიდა და გულშემატკივრებს მადლობა არ გადაუხადა, ხოლო მოგვიანებით გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და სასტუმროს სპორტ დარბაზით შემოიფარგლა.
გამოცემების ცნობით, სიტუაციის დარეგულირება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე შედეგები უცნობია და გუნდში დაძაბული ატმოსფერო სუფევს.
ნორვეგიასთან გამართული მატჩი პორტუგალიამ სტუმრად, რონალდუს გარეშე, 2:1 მოიგო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ სეზონში ჟეზუში და რონალდუ ერთად ალ ნასრში მუშაობდნენ, რომელთან ერთადაც საუდის არაბეთის ჩემპიონატის მოგება შეძლეს.