• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
თურქები მონტელას გადადგომას ითხოვენ - რას ამბობს იტალიელი?
ფეხბურთიფეხბურთი

თურქები მონტელას გადადგომას ითხოვენ - რას ამბობს იტალიელი?

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე იტალიასთან 1:4 დამარცხდა, რასაც ბურსაში შეკრებილი გულშემატკივრების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.


მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც მასპინძლები უკვე 0:3-ს აგებდნენ, თურქმა ქომაგებმა ვინჩენცო მონტელას გადადგომა მოითხოვეს.


მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:


გადადგომა? წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ფეხბურთელების მხარდაჭერას ვგრძნობ და წასვლაზე არც მაშინ მიფიქრია, როდესაც რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მივიღე. აქამდე ერთად მოვედით და მოტივირებული ვარ, რომ მუშაობა გავაგრძელო.


მონტელამ გულშემატკივრების რეაქციაც გააკრიტიკა და საკუთარი ფეხბურთელები დაიცვა:


„სტვენა? განსაკუთრებით მტკივნეული იყო ალთაის მიმართ რეაქცია მისი შეცდომის შემდეგ. ყველანი ცოტა უფრო თავმდაბლები უნდა ვიყოთ, მეც, გუნდიც და ჩვენს გარშემო მყოფი გარემოც.


გულშემატკივრების განწყობა მესმის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ემოციებს ზედმეტად არ ავყვეთ. მე წონასწორობას არ ვკარგავ. ამასთან, ვამაყობ გუნდის რეაქციით, მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნები მათ წინააღმდეგ იყვნენ.“


Sky-სთან საუბრისას მონტელამ დაამატა:


ამ ბიჭებს ეს არ დაუმსახურებიათ იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში აჩვენეს.


იტალიასთან მარცხის მიზეზებზე საუბრისას თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აღნიშნა:


„პირველი ნახევარი საათი უნდა დავივიწყოთ. ასეთ დონეზე ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში გამოცდილებასა და მიჩვევას მოითხოვს, რაც ჩვენ არ გვაქვს.


საქმე როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ აღდგენას ეხება. მეტოქე მატჩს უკეთ მიუდგა, ჩვენ კი კოორდინირებულად ვერ ვმოძრაობდით და თავდაჯერება დავკარგეთ.“


VIDEO: მანჩინის პირველი მოგება დაბრუნების შემდეგ - მონტელა მშობლიურ ნაკრებთან განადგურდა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ერთა ლიგა
თურქეთი
თურქეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უკრაინის მწვრთნელი: "საქართველო ყოველი ბურთისთვის იბრძოდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინის მწვრთნელი: "საქართველო ყოველი ბურთისთვის იბრძოდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სალენკო: "ორივე გუნდი უბრალოდ ბურთს აგორავებდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სალენკო: "ორივე გუნდი უბრალოდ ბურთს აგორავებდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

წიტაიშვილი: "არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

წიტაიშვილი: "არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არც კი ვიცი, რა გავაკეთე" - ზიდანი გოლის აღნიშვნაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არც კი ვიცი, რა გავაკეთე" - ზიდანი გოლის აღნიშვნაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

უკრაინის მწვრთნელი: "საქართველო ყოველი ბურთისთვის იბრძოდა"

News image

6 სთ წინ

სალენკო: "ორივე გუნდი უბრალოდ ბურთს აგორავებდა"

News image

6 სთ წინ

წიტაიშვილი: "არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს"

News image

5 სთ წინ

,,არც კი ვიცი, რა გავაკეთე" - ზიდანი გოლის აღნიშვნაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება