• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სალენკო: "ორივე გუნდი უბრალოდ ბურთს აგორავებდა"
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

სალენკო: "ორივე გუნდი უბრალოდ ბურთს აგორავებდა"

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიევის დინამოს ლეგენდარულმა ყოფილმა ფორვარდმა, ოლეგ სალენკომ, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების თამაში მკაცრად შეაფასა.


ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა:

თამაშმა, ასე ვთქვათ, არანაირი შთაბეჭდილება არ დატოვა ჩემზე, რადგან ორივე გუნდი 90-ზე მეტი წუთის განმავლობაში ბურთს აგორავებდა და ისე რა თამაშობდა... უკრაინას მთელი მატჩის განმავლობაში არცერთი საგოლე მომენტი არ შეუქმნია, ჩვენი ბიჭები მხოლოდ შორი მანძილიდან ურტყამდნენ და კარში ზუსტად მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ბოლო 15-20 წუთი გუნდები აშკარად უბრალოდ მატჩს ასრულებდნენ და ელოდნენ, როდის გაისმებოდა საფინალო სასტვენი.


სალენკომ გააკრიტიკა უკრაინის ნაკრების სათამაშო სტილი და აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპულ ფეხბურთთან შედარებით გუნდს მოსამატებელი ბევრი აქვს, ხოლო როტაცია ახალი გუნდის შენების პროცესით ახსნა:

ალბათ, მალდერას უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებისთვის თამაში უნდა ეიძულებინა და არა უბრალოდ ბურთის გორება. ერთა ლიგის A დივიზიონის არაერთ მატჩს ვუყურე და იქ ფეხბურთელები მოედანზე მთელი დროის განმავლობაში წინ და უკან დარბიან, ჩვენები კი... ალბათ, იქ სათამაშოდ მზად ჯერ არ ვართ.

როტაცია? ეს იმაზე მეტყველებს, რომ მალდერა ჯერ კიდევ ეცნობა გუნდს, მოთამაშეებს, სურს ყველა საქმეში ნახოს და არა მხოლოდ ვარჯიშებზე. მიმდინარეობს ახალი ნაკრების მშენებლობის პროცესი. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ ირლანდიასთანაც ვნახავთ ცვლილებებს.


რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებას, სალენკოს აზრით, შედეგი აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანია:

საქართველო ფლობდა ინიციატივას, მაგრამ, ჩვენების მსგავსად, საჯარიმოში არაფერს ქმნიდა. ყველაფერი – შორიდან. ხოლო ბურთის ფლობა თავისთავად თამაშზე არ მოქმედებს, ეს არ არის ის კომპონენტი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. შედეგი 0:0 100%-ით სამართლიანია. მთავარია - უკრაინელებმა მომდევნო თამაშის წინ სწორი დასკვნები გამოიტანონ. საბოლოო ჯამში, საქართველოსთან ფრე და ერთი მოპოვებული ქულა ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუ სატურნირო სტრატეგიაზე ვისაუბრებთ.


შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის საწყისი ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო საქართველოს ნაკრებსა და უნგრეთს თითო ქულა აქვთ და მე-3-მე-4 ადგილებს ინაწილებენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
უკრაინა
უკრაინის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრუბინი საქართველოსთან მატჩზე: "გუნდმა კარგად გაართვა ამოცანას თავი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრუბინი საქართველოსთან მატჩზე: "გუნდმა კარგად გაართვა ამოცანას თავი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინელი ნახევარმცველი: "რთული მეტოქის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინელი ნახევარმცველი: "რთული მეტოქის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინის მწვრთნელი: "საქართველო ყოველი ბურთისთვის იბრძოდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინის მწვრთნელი: "საქართველო ყოველი ბურთისთვის იბრძოდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

წიტაიშვილი: "არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

წიტაიშვილი: "არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ტრუბინი საქართველოსთან მატჩზე: "გუნდმა კარგად გაართვა ამოცანას თავი"

News image

1 სთ წინ

უკრაინელი ნახევარმცველი: "რთული მეტოქის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ"

News image

1 სთ წინ

უკრაინის მწვრთნელი: "საქართველო ყოველი ბურთისთვის იბრძოდა"

News image

44 წთ წინ

წიტაიშვილი: "არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება