საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა გუნდური ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფეხბურთელმა აღნიშნა:
ჩემთვის დადებითი და პოზიტიური იყო, რომ ერთი ოჯახივით ვიბრძოდით თითოეულ ბურთზე. არსად არ ვუთმობდით მეტოქეს არაფერს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არავის ეპარება ეჭვი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და თამაში შეგვიძლია. მთავარია, რომ ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ ერთად.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის საწყისი ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
ჩრდილოეთ ირლანდია - 4 ქულა
უკრაინა - 4 ქულა
საქართველო - 1 ქულა
უნგრეთი - 1 ქულა
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.