უკრაინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა, საქართველოსთან უგოლო ფრედ (0:0) დასრულებული მატჩი შეაჯამა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
ტრუბინი აღნიშნავს:
ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოედანზე გავიდე და სათამაშო დრო მივიღო. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ დღეს თამაში მოვახერხე და ასევე იმით, რომ ვაგრძელებ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას. ჩემთვის ეს დიდი პატივი და სიამაყეა.
აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ტრუბინისთვის ნაკრების შემადგენლობაში საიუბილეო, მე-30 გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს მოგება სურდათ და ახალი შემადგენლობით პირველად თამაშობდნენ, მეკარე თვლის, რომ გუნდმა ამოცანას თავი კარგად გაართვა:
რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა. ამავდროულად, ალბათ, ჩვენ ჯერ არ გვითამაშია ყველას ერთად ასეთი შემადგენლობით. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გუნდმა მთლიანობაში კარგად გაართვა თავი ამოცანას. უდავოა, რომ შეგვიძლია და აუცილებლად განვიცდით პროგრესს, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი შედეგია და უნგრეთთან გამარჯვების შემდეგ სწორი გაგრძელებაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრუბინი გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს:
ზოგადად, ძალიან მსიამოვნებს, რომ გულშემატკივრები ხმას მაძლევენ და აფასებენ ჩემს თამაშს, ამიტომ მათი ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენმა ნაკრებმა გოლი არ გაუშვას.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებსა და უნგრეთს თითო ქულა აქვთ და ჯგუფში მე-3-მე-4 ადგილებს ინაწილებენ, ხოლო ლიდერები 4-4 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა არიან.