VIDEO: ქართველი ფეხბურთელის გოლმა რეინჯერსი ევროტურნირებს მიღმა დატოვა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვახტანგ ჭანტურიშვილმა გლაზგო რეინჯერსი ევროტურნირების გარეშე დატოვა.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, ჩეხურმა იაბლონეცმა შოტლანდიურ გრანდს სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლით მოუგო, თამაში დამატებით დროში გადავიდა - საბოლოოდ, ჩეხებმა ლიგის ფაზის საგზური პენალტების სერიით მოიპოვეს.
აიბროქსზე რეინჯერსმა 1:0 მოიგო, დღევანდელ მატჩში კი ჭანტურიშვილმა გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე, ტექნიკური მოძრაობისა და დაბალი დარტყმის შედეგად შეაგდო.
33 წლის ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ორი გოლი აქვს და ორივე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე - აქამდე ლატვიურ რიგას გაუტანა.
იაბლონეცი ლიგის ფაზაში შევიდა და ხვალინდელი წილისყრის შემდეგ მეტოქეებს გაიგებს.