VIDEO: ქულების მე-2 შედეგი სეზონში - შენგელიას მაგარი მატჩი ლიონთან
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიამ, ევროლიგის 24-ე ტურში, ფრანგული ლიონის წინააღმდეგ შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა ბარსელონამ თამაში 98:91 მოიგო.
თოკომ, პარკეტზე გატარებულ 22:47 წუთში, 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 11 შეადგინა, რაც მხოლოდ თანაგუნდელ კევინ პანტერის შედეგს ჩამორჩებოდა - 12.
ბარსას ქართველმა ლიდერმა წლევანდელ სეზონში 3 ყველაზე შედეგიანი მატჩიდან 3-ვე ევროლიგაზე ჩაატარა - მაკაბი თელ-ავივთან და ლიონთან 22-22 ქულა ჩააგდო, ხოლო ბელგრადის პარტიზანთან - 24 ქულა.
ბარსელონამ ევროლიგაზე მე-16 შეხვედრა მოიგო (16:8) და ტურნირის თანალიდერია - რეალ მადრიდს, მოქმედ ჩემპიონ ფენერბაჰჩესა და ჰაპოელ თელ-ავივს ასევე 16-16 მოგება აქვთ, თუმცა ფენერსა და ჰაპოელს თითო-თითო თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
29 იანვარს, კატალონიელები ჩადიან პირეოსში, სადაც შეხვდებიან ოლიმპიაკოსს, რომელიც მათზე ერთი ადგილით ქვემოთ იმყოფება - 15:8.