VIDEO: 11 წუთი ითამაშა - გოგას ორლანდომ შარლოტთან დიდი სხვაობით წააგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა შარლოტ ჰორნეთსთან სეზონში 3-დან მე-2 ურთიერთშეხვედრა წააგო. ამჯერად 27-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ - 97:124.
ქართველი მოთამაშე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 11:32 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 2 მოხსნა, 1 ასისტი შეჰმატა. აღსანიშნავია, რომ გოგას არც ერთი სროლა შეუსრულებია. ასევე, 1 ბლოკი ჰქონდა.
ჩატარებული 43 თამაშის შემდეგ, ორლანდოს 23 მოგება და 20 წაგება აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ხვდება.
25 იანვრის 04:00 საათზე, მეჯიქი კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლებს - მასზე 2 მატჩითა და 2 მოგებით ნაკლები აქვს.