საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა.
მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში, ჩვენგმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 3-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 13:16.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთს მოუგო და მე-9 ადგილისთვის ბრძოლის შანსი ამით მიიღო.
ჩვენმა გუნდმა ევროპირველობაზე ისტორიაში მეშვიდედ ითამაშა - 2014; 2016; 2018; 2020; 2022; 2024; 2026.