საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალურმა გვერდმა, თიხის მეფეს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, რაფა ნადალს, ვიდეო მიუძღვნა.
„რაფა ნადალი და როლან გაროსი - სიყვარულის ისტორია 2005 წლიდან" - ვიდეო ასეა დასათაურებული და მასში ესპანელის საუკეთესო მომენტებია თავმოყრილი.
ცნობისთვის, რაფამ როლან გაროსის მოგება 14-ჯერ შეძლო, რაც ყველა გრენდ სლემის ტურნირებზე რეკორდული მაჩვენებელია.