VIDEO: რეგულარული დასრულდა - რომელ გუნდს შეხვდება შერმადინის გუნდი პლეი-ოფში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ესპანეთის ლიგა ენდესას 2025-26 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშებს.
რეგულარულის ბოლო, 34-ე ტურში, კანარიელებმა ერთ-ერთ კონკურენტ ბილბაოს უმასპინძლეს, 82:87 დამარცხდნენ და მე-7 ადგილი მათ დაუთმეს.
შერმოს ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა - წინა მატჩამდე თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ქართველი ცენტრი რეგულარულის 1-ელი და მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ოქტომბერში კი საერთოდ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა.
მისი ლაგუნა ტენერიფე პლეი-ოფში ბოლო ადგილით გავიდა, რაც ნიშნავს, რომ პირველადგილოსან რეალ მადრიდს შეხვდება - ცხადია, მოედნის უპირატესობაც დედაქალაქელებს ექნებათ.