VIDEO: სენსაციური მარცხი - თოკო პარიზთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის 28-ე ტურში, საკუთარ მოედანზე სენსაციურად წააგო - ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერ პარიზთან 74:85 დამარცხდა.
ბარსა ბოლო დროს არასტაბილურია და უშუალოდ ევროლიგაზე ბოლო 4-დან მე-3 შეხვედრა დათმო. კატალონიელებს 3-ქულიანების შედეგიანობის საშინელი პროცენტი ჰქონდათ - 32-დან 5 ჩააგდეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თოკოს ეფექტიანობის ინდექსი 19 გახლდათ და იგი მხოლოდ მატჩის MVP ნადირ ჰიფის ჩამორჩა - 20. ქართველმა 4-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, 11 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი მიითვალა.
ბარსელონელებმა 28-დან მე-11 მატჩი წააგეს, შედეგად, ევროლიგის ცხრილის მე-5 ადგილის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.
შენგელიას გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 25 თებერვალს, კიდევ ერთ აუტსაიდერ ვირტუს ბოლონიასთან სტუმრად გამართავს.