გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში კიოლნი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა, მატჩი კი 2-2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძელთა მოთამაშემ, რაგნარ ახემ გახსნა, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
27 წლის გერმანელმა თავდამსხმელმა ელ მალას ჩაწოდების შემდეგ ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით აიღო ჰოფენჰაიმის კარი.
რაგნარ ახემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა, მის გუნდს კი 24 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს.