VIDEO: სეზონის საუკეთესო მატჩი - გოგამ ნიუ ორლეანთან ორმაგი დუბლი შეასრულა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძემ NBA-ის მიმდინარე რეგულარულში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისმა ორლანდო მეჯიქმა ნიუ ორლეან პელიკანსს 10-ქულიანი სხვაობით მოუგო - 128:118.
ქართველმა თამაში, ცენტრის პოზიციაზე, ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ - 32:06 წუთში 14 ქულა, 13 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ასისტი მიითვალა. ასევე, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკიც ჰქონდა.
ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით, მისი შედეგი 23 იყო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. რიცხვები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ გოგამ წლევანდელ სეზონში, თუ საუკეთესო არა, მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
წელს ამაზე უფრო მეტი, 15 ქულა ნოემბერში, ვაშინგტონ ვიზარდსთან ჰქონდა, 31 დეკემბერს კი ყოფილ გუნდ ინდიანას 14 ქულა ჩაუგდო და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
მეჯიქმა სეზონში ჩატარებული მე-40 მატჩიდან 22-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება.
ფლორიდელები ევროპულ სერიას იწყებენ და მემფის გრიზლისთან ორ თამაშს გამართავენ. 15 იანვრის 23:00 საათზე - ბერლინში, ხოლო 18 იანვრის 21:00 საათზე - ლონდონში.