VIDEO: სეზონში მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი - მამუ იუტასთან გამორჩეული იყო
02 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილაშვილი იუტა ჯაზთან მოგებულ მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისმა ტორონტო რეპტორსმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა - 107:100.
მამუმ პარკეტზე 30:21 წუთი გაატარა, 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა და, ქულების მხრივ, მხოლოდ ლაური მარკანენსა (27 ქულა) და თანაგუნდელ არ ჯეი ბერეტს (21 ქულა) ჩამორჩა. 9-დან 6 ბურთი ჩააგდო - 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი, ასევე 4-დან 4 საჯარიმო. 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
რეგულარულის ბოლო 9 თამაშში ქართველის ქულათა სტატისტიკა ასეთია:
17 იანვარი; კლიპერსთან - 13 ქულა;
19 იანვარი; ლეიკერსთან - 20 ქულა;
21 იანვარი; გოლდენ სტეიტთან - 14 ქულა;
22 იანვარი; საკრამენტოსთან - 22 ქულა;
24 იანვარი; პორტლენდთან - 22 ქულა;
26 იანვარი; ოკლაჰომასთან - 10 ქულა;
29 იანვარი; ნიუ იორკთან - 9 ქულა;
31 იანვარი; ორლანდოსთან - 8 ქულა;
2 თებერვალი; იუტასთან - 20 ქულა.
საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში სანდრომ თავისთვის მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა - ბოსტონს 24 ქულა ჩაუგდო, ვაშინგტონს - 23, საკრამენტოსა და პორტლენს - 22-22; ხოლო ლეიკერსსა და იუტას - 20-20.
რეპტორსმა, ნიუ იორკსა და ორლანდოსთან მარცხის შემდეგ, რეგულარულში 30-ე გამარჯვება მოიპოვა (21 მარცხთან ერთად) და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილი დაიბრუნა.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდი მომდევნო თამაშს, 5 თებერვლის 04:30 საათზე, გამართავს დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილოსან მინესოტა ტიმბერვულვზთან, რომელსაც 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს - გოლდენ სტეიტს, დალასს, ოკლაჰომასა და მემფისს აჯობეს.