VIDEO: შერკის და ჰალანდის გარეშე მოგებული მატჩი - სიტი არ ნებდება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში მან სიტიმ საკუთარ მოედანზე კრისტალ პალასი 3:0 გაანადგურა.
პეპ გვარდიოლამ ინგლისის თასის ფინალისთვის გუნდის ლიდერები: რაიან შერკი, ერლინგ ჰალანდი და ნიკო ო'რაილი დაასვენა, თუმცა მეტოქე მაინც კომფორტული ანგარიშით დაამარცხა.
გოლები ანტუან სემენიომ, ომარ მარმუშმა და სავინიომ გაიტანეს და სიტის მორიგი გამარჯვება მოუტანეს.
ქალაქელებმა 77 ქულა დააგროვეს და ლიდერ არსენალთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. შემდეგ ტურში მეთოფეები შინ ბარნლის დაუპირისპირდებიან, სიტი კი სტუმრად ბორნმუთს შეხვდება.