როგორც ჩანს, როდრი მანჩესტერ სიტიში დარჩება.
მადრიდის რეალს, მიუხედავად ინტერესისა, მანჩესტერ სიტისთვის ესპანელის ტრანსფერზე ოფიციალური ნაბიჯებით ჯერ არ მიუმართავს, თავად ფეხბურთელი კი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
როგორც ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, სიტი როდრისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე კვირებია აწარმოებს მოლაპარაკებებს და ახლა მზად არის პროცესი დააჩქაროს, რათა ნახევარმცველი გუნდში შეინარჩუნოს.
როდრის კონტრაქტი სიტისთან მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული, რაც მის მომავალზე ეჭვებს აჩენდა. აქტიურად იწერებოდა რეალის ინტერესის შესახებაც, თუმცა სამეფო კლუბს მის შესაძენად არ უაქტიურია.
თავად 29 წლის ნახევარმცველი ხშირად ამბობდა, რომ სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.