მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს დანიშვნის პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა ეს არ ნიშნავს მოლაპარაკებების გაუქმებას ან სხვა მწვრთნელის ძიებას.
ჟურნალისტ სერხიო ვალენტინის ინფორმაციით, პროცესის დაპაუზების მიზეზი ფლორენტინო პერესის მიერ დაწყებული საარჩევნო პროცესია. გუშინ ხოსე ანხელ სანჩესი დაუკავშირდა მოურინიოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს და განუმარტა, რომ არჩევნების გამო მოურინიოსთან კონტრაქტის გაფორმება უნდა გადაიდოს.
მენდეშის და მოურინიოს მხარე გაკვირვებულია შექმნილი სიტუაციით, ფლორენტინო პერესი კი იმედოვნებს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მოვლენათა განვითარებას დაელოდება.
თუ სხვა კანდიდატები არ გამოჩნდებიან, პროცესი დაახლოებით 15 დღით შეფერხდება, ხოლო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა 30-40 დღე დასჭირდეს.
ფლორენტინო პერესი ამჟამად ოფიციალურად არ არის პრეზიდენტის პოსტზე, რის გამოც მწვრთნელთან მოლაპარაკებების დასრულება ამ ეტაპზე ლოგიკურად შეჩერებულია.