იკერ კასილასი შესაძლოა ენრიკე რიკელმეს გუნდის ნაწილი გახდეს, რომელიც მადრიდის რეალის პრეზიდენტობისთვის იბრძვის.
პოტენციურმა კანდიდატმა უკვე გამართა მოლაპარაკებები წამყვან ბანკებთან, ამის მიზანია იმ ფინანსური გარანტიების მოპოვება, რომლებიც აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
საინტერესოა, რომ ენრიკე რიკელმეს დაბადების დღის წვეულებას სხვა ლეგენდარული ფეხბურთელებიც დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ სერხიო რამოსი, ფერნანდო სანსი და მიგელ ტორესი.
ვინ არის ენრიკე რიკელმე - კაცი, რომელსაც პერესი არჩევნებში იწვევს
საინტერესოა, რომ რიკელმე რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 2021 წელსაც აპირებდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა საარჩევნო პროცესი ზაფხულიდან აპრილზე გადმოწია, რის გამოც ენრიკემ თავისი კანდიდატურა მოხსნა, რამეთუ მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვერ ასწრებდა.
ფლორენტინო პერესის სკანდალურ პრესკონფერენციას კასილასი სოციალურ ქსელში გუშინვე, თავში ხელის შემორტყმის სმაილით გამოეხმაურა.