• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ვინ არის ენრიკე რიკელმე - კაცი, რომელსაც პერესი არჩევნებში იწვევს
ფეხბურთიფეხბურთი

ვინ არის ენრიკე რიკელმე - კაცი, რომელსაც პერესი არჩევნებში იწვევს

12 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფლორენტინო პერესის სკანდალური პრესკონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მომენტი კონკრეტული ადამიანის მისამართით გაჟღერებული გამოწვევა იყო.


პრეზიდენტმა გამოიწვია ბიზნესმენი, რომელსაც მისი ჩანაცვლება სურს.


„მექსიკური აქცენტი“ და პერესის ირონია


პერესმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ მიმართა ოპონენტს, რომლის ვინაობაც არ დაუკონკრეტებია, თუმცა მინიშნებები საკმარისზე მეტი იყო:

წელს ვაცხადებ კანდიდატურების მიღებას, რათა იყვნენ კანდიდატები. ის ჯენტლმენი, რომელიც ენერგეტიკულ კომპანიებთან საუბრობს და სამხრეთამერიკული, მექსიკური აქცენტი აქვს, კეთილი ინებოს და გამოვიდეს არჩევნებზე. ამბობენ, რომ ჩვენ ცუდები ვართ, რომ აქ დიქტატურაა. ჰოდა, დადგეს ეს ჯენტლმენი და ნებისმიერი სხვა, ვისაც სურს


ბიზნესმენი, რომელზეც პერესი საუბრობდა, ენრიკე რიკელმეა, კომპანია Cox Energy-ს 37 წლის აღმასრულებელი დირექტორი. მას მართლაც აქვს მჭიდრო კავშირი ლათინურ ამერიკასთან, სადაც მისი მზის ენერგიის ბიზნესი ოპერირებს.


ვინ არის რიკელმე?


რიკელმე ალიკანტეში დაბადებული მეწარმეა, რომელიც რეალის წევრი 20 წელზე მეტია (რაც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აუცილებელი პირობაა). მისი კომპანია რაფაელ ნადალის გუნდის, Team Rafa-ს სპონსორია. რიკელმე ჯერ კიდევ 2021 წელს აპირებდა პერესისთვის კონკურენციის გაწევას, თუმცა მაშინ საბოლოო ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ახლა, როცა პერესი მედიასთან და კრიტიკოსებთან ღია ომშია, ის თავად იწვევს რიკელმეს საარჩევნო ბრძოლაში, რათა დემოკრატიულობა დაამტკიცოს. თუმცა, კლუბში არსებული ქაოსის ფონზე, უცნობია, რამდენად გაბედავს ახალგაზრდა ბიზნესმენი მადრიდული იმპერატორის წინააღმდეგ წასვლას.


,,ახალ არჩევნებს ვნიშნავ" - ფლორენტინო პერესის სრული პრესკონფერენცია

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პერესი: „თუ ბარსელონას ჩივილი უნდა, მიჩივლოს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „თუ ბარსელონას ჩივილი უნდა, მიჩივლოს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ არ გაამართლა ალონსომ?", - ფლორენტინო პერესი ყოფილ მწვრთნელზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ არ გაამართლა ალონსომ?", - ფლორენტინო პერესი ყოფილ მწვრთნელზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარცხი ნაბახუსევზე - ბარსელონამ ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი წააგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარცხი ნაბახუსევზე - ბარსელონამ ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი წააგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

პერესი: „თუ ბარსელონას ჩივილი უნდა, მიჩივლოს"

News image

12 სთ წინ

„რატომ არ გაამართლა ალონსომ?", - ფლორენტინო პერესი ყოფილ მწვრთნელზე

News image

12 სთ წინ

პერესი: „ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო"

News image

11 სთ წინ

მარცხი ნაბახუსევზე - ბარსელონამ ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი წააგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება