VIDEO: შერმოს სოლიდური მატჩი - ტენერიფე გალათასარაისთან 1/4 ფინალურ სერიაში დაწინაურდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, თურქულ გალათასარაის მოუგო მინიმალური სხვაობით მოუგო - 84:83.
საინტერესოა, რომ თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კანარიელები 80:63-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო წამებზე წაგებას გადაურჩნენ - 84:69-დან სტამბოლელებმა 14:0 გაქცევა მოახერხეს, ბოლო წამზე კი ჯეიმს პალმერმა პოტენციური ბაზერ ბითერი შეასრულა, თუმცა ვერ ჩააგდო.
შერმო, რომელიც 2 აპრილს 37 წლის გახდა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 19:55 წუთში, 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. მხოლოდ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც MVP-ის მაჩვენებელზე 2-ით ნაკლები გახლდათ - ჯეიმს პალმერი (19) და პეტი მილსი (20).
ტენერიფემ გალას სერიაში 1:0 წაუყვანა, საპასუხო მატჩი, 8 აპრილს, თურქეთში ჩატარდება. თუკი მე-3 თამაში საჭირო გახდა, ტენერიფეში, 15 აპრილს, გაიმართება.
შეგახსენებთ, გალათასარაიმ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ტენერიფეს 1/2 ფინალში მოუგო, თავად კი ფინალში უნიკახა მალაგასთან დამარცხდა.