VIDEO: გოგამ 15 წუთი ითამაშა - ორლანდო ექვსეულს კიდევ უფრო ჩამორჩა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ატლანტა ჰოუქსთან შინ დიდი სხვაობით დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო 6 გუნდში მოხვედრის პერსპექტივა კიდევ უფრო შეიმცირა.
პირველი მეოთხედის 3 ქულით წაგების შემდეგ, ჰოუქსმა მეორე მეოთხედი 19-ქულიანი სხვაობით მოიგო, რითაც, როგორც აღმოჩნდა, გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა - 101:130.
ქორების მხრიდან, ჯეილენ ჯონსონმა (18 ქულა, 14 მოხსნა, 8 ასისტი) და დისონ დენიელსმა (15 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი) ორმაგი დუბლი მიითვალეს, ხოლო ნიკილ ალექსანდრ-უოკერმა 32 ქულა ჩაიწერა აქტივში.
რაც შეეხება გოგას, მან პარკეტზე 15:25 წუთი გაატარა - 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და, 4 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 1 ასისტიც ჰქონდა. უხეში ჯარიმის გამო, მსაჯებმა თამაშიდან გააძევეს.
ჯორჯიელებმა ზედა ექვსეულში ადგილი მნიშვნელოვნად გაიმყარეს, აი, ფლორიდელებმა კი იქ მოსახვედრი შანსები კიდევ უფრო შეიმცირეს - მეჯიქს 40 მოგება აქვს, ექვსეულს 2 გამარჯვებით ჩამორჩება და რეგულარულის ბოლომდე სათამაშო მხოლოდ 6 მატჩია.
ბითაძის გუნდი დალასს (4 აპრილის 04:30 საათზე), ნიუ ორლეანს პელიკანსს, ჩიკაგო ბულსსა და ბოსტონ სელტიქსს სტუმრად შეხვდება, ხოლო დეტროიტ პისტონსსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შინ მიიღებს.