VIDEO: სიგიჟე ემირეითსზე - არსენალმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს გადაურბინა
08 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალში არსენალმა შინ მადრიდის რეალი გაანადგურა.
ემირეითსზე გამართული შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
სამივე გოლი მეთოფეებმა მეორე ტაიმში გაიტანეს - ორი ერთმანეთზე ლამაზი ჯარიმა დეკლან რაისმა გაიტანა, მესამე გოლი კი მიკელ მერინომ შეაგდო და საპასუხო მატჩის წინ არსენალს უზარმაზარი უპირატესობა მოუტანა.
განმეორებითი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე 16 აპრილს გაიმართება.