VIDEO: სინერმა ზვერევს დაუქამბექა და ვენის ტურნირი მოიგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიაში ვენის 500-ქულიანი ტურნირის ფინალი გაიმართა.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს რეიტინგის მე-2 და მე-3 ნომრები, იანიკ სინერი და ალექსანდერ ზვერევი დაუპირისპირდნენ. თამაში იტალიელის გამარჯვებით 3 სეტში (3-6, 6-3, 7-5) დასრულდა და იანიკმა კარიერაში 22-ე ტიტული მოიგო.
სინერი ვენაში მეორეჯერ გახდა ჩემპიონი და აქ ზედიზედ 10 მატჩი აქვს მოგებული. იტალიელს ბოლო 68 შეხვედრიდან 62 მოგებული აქვს. ასევე იანიკის ანგარიშზე 2024 წლის შანხაის ტურნირის შემდეგ ჰარდის საფარზე 43 მოგება და 3 წაგებაა.
ზვერევის გარდა იტალიელს ამ ტურნირზე ალტმაიერის, კობოლის, ბუბლიკისა და დე მინორის დამარცხება მოუწია.