VIDEO: სიტიმ უმწვრთნელო ჩელსის ვერ მოუგო და არსენალთან ჩამორჩენა გაიზარდა
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ჩელსის უმასპინძლა.
ენცო მარესკას წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გარესე დარჩენილი ჩელის მოედანზე დროებითმა მწვრთნელმა, კალუმ მაკფარლეინმა გაიყვანა.
შეხვედრაში ანგარიში ტიჯანი რეინდერსმა გახსნა, რომელმაც 42-ე წუთზე დააწინაურა მასპინძლები. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.
მანჩესტერ სიტი 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+4) ენცო ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა და ჩელსის ქულა მოუტანა. არგენტინელმა ამ სეზონში მე-6 გოლი მიითვალა.
მანჩესტერ სიტის ამ მატჩის შემდეგ 42 ქულა დაუგროვდა და ლიდერ არსენალს 6 ქულით ჩამორჩება, ჩელსის კი 31 ქულა აქვს და მეოთხეადგილოსან ლივერპულთან ჩამორჩენა 3 ქულაა.