ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლიამ როზენიორი დღეს საღამოს ლონდონში ჩავა და ჩელსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნება.
ინტერვიუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაიმართება და მოსალოდნელია, რომ როზენიორი მომავალი კვირიდან გახდება ლონდონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი.
სტრასბურგი უკვე მუშაობს შემცვლელის პოვნაზე, რაც როზენიორის ჩელსიში გადასვლის წინ გადამწყვეტ ნაბიჯად ითვლება.
ენცო მარესკას გათავისუფლების შემდეგ, ლურჯების მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სწორედ როზენიორია, რომელიც ჩელსის პარტნიორი კლუბის, სტრასბურგის თავკაცია.