• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: თამაშის მოტრიალება საბერძნეთში - ჩავი პირველ წაგებას გადაურჩა
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: თამაშის მოტრიალება საბერძნეთში - ჩავი პირველ წაგებას გადაურჩა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიდერლანდების ნაკრებმა საბერძნეთთან ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა.


საბერძნეთში ჩატარებულ შეხვედრაში ჩავის გუნდი კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა, თუმცა ვირჯილ ვან დაიკისა და შეცვლაზე შესული ტიჯანი რეინდერსის გოლებით ანგარიში გაათანაბრა - 2:2.


23-ე წუთზე საბერძნეთი დამსახურებულად დაწინაურდა. მეკარის შორეული დარტყმის შემდეგ ფატის იოანიდისი ნიდერლანდების კარისკენ დაიძრა.


ვან დაიკმა იოანიდისს ზედმეტად დიდი სივრცე მისცა. ბერძენმა თავდამსხმელმა სიმშვიდე შეინარჩუნა და ბურთი ვერბრუგენს შორეულ კუთხეში ზუსტად გაუტანა - 1:0.


ამის შემდეგ ნიდერლანდები მეტოქის დაცვაში სივრცეების პოვნას ცდილობდა, თუმცა თამაშის ტემპი ძალიან დაბალი იყო, მასპინძლები კი კონტრშეტევებზე კვლავ უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდნენ.


ვერბრუგენმა კონსტანტინოს კარეცასის დარტყმა მოიგერია და გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს საბერძნეთმა მაინც გაიტანა.


ვან ბომელმა უკან შესრულებული ძალიან ცუდი გადაცემით ბურთი დაუდევრად დაკარგა, იოანიდისმა საჯარიმოში ჩააწოდა, შეცვლაზე შესულმა გიორგოს მასურასმა კი პირველი ტაიმის 47-ე წუთზე ახლო მანძილიდან ანგარიში 2:0 გახადა.


შესვენებაზე ჩავიმ რადიკალური ცვლილებები განახორციელა - ვან ბომელი, გუს ტილი და კვინტენ ტიმბერი მოედანზე აღარ დაბრუნებულან.


მათ ნაცვლად ნოა ლანგი, ტიჯანი რეინდერსი და რაიან გრავენბერხი გამოჩნდნენ. ნიდერლანდებმა თამაშის ტემპი მაშინვე გაზარდა.


ამ ცვლილებებმა შედეგი 59-ე წუთზე გამოიღო. ჯოი ვეერმანის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ვირჯილ ვან დაიკი თავით გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა - 2:1.


მცდელობების შემდეგ 89-ე წუთზე ანგარიში საბოლოოდ გათანაბრდა. ლანგმა საჯარიმოში კარგი გადაცემა შეასრულა, ზეხიელის მაკრატელა დარტყმა მცველმა დაბლოკა, თუმცა ბურთი რეინდერსთან მივიდა.


ნახევარმცველს არ დაუყოვნებია და დამატებაზე ძლიერი დარტყმით ბურთი კარში შეაგდო - 2:2.


ამ შედეგით ნიდერლანდების ნაკრები ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მე-3 მატჩშიც დაუმარცხებელი დარჩა და ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან ჩამორჩენა არ გაზარდა.


23' იოანიდისი 1-0


             


45+2' მასურასი 2-0


             


59' ვან დაიკი 2-1


             


89' რეინდერსი 2-2


             

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ერთა ლიგა
ნიდერლანდები
ნიდერლანდების ნაკრები
საბერძნეთი
ვან დაიკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: რონალდუს გარეშე - პორტუგალიამ გასვლაზე დანია დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდუს გარეშე - პორტუგალიამ გასვლაზე დანია დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ირლანდიელი თავდამსხმელის საოცარი გოლი ავსტრიის კარში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ირლანდიელი თავდამსხმელის საოცარი გოლი ავსტრიის კარში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრეთი და საქართველო პირველი გამარჯვებისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრეთი და საქართველო პირველი გამარჯვებისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

VIDEO: რონალდუს გარეშე - პორტუგალიამ გასვლაზე დანია დაამარცხა

News image

3 სთ წინ

VIDEO: ირლანდიელი თავდამსხმელის საოცარი გოლი ავსტრიის კარში

News image

2 სთ წინ

VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან

News image

2 სთ წინ

უნგრეთი და საქართველო პირველი გამარჯვებისთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება