VIDEO: წლის გოლი? ლუკას ოკამპოსის საოცრება მექსიკის ჩემპიონატში
01 ნოე, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მექსიკის ჩემპიონატში წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა.
Liga MX-ის მატჩში, რომელიც მონტერეისა და ტიხუანას შორის 3-3 დასრულდა, ლუკას ოკამპოსმა მაკრატელა დარტყმით საოცარი გოლი გაიტანა.
32 წლის არგენტინელმა შემტევმა, რომელმაც თავისი კარიერის ევროპული წლები მონაკოში, მარსელში, ჯენოაში, მილანში, სევილიასა და აიაქსში გაატარა, შეხვედრის 57-ე წუთზე ანგარიში 3-2 გახადა.
ოკამპოსს საგოლე პასი ოლივერ ტორესმა გაუკეთა, რომელიც გულშემატკივრებს ატლეტიკოდან, ვილიარეალიდან, პორტუდან და ასევე სევილიადან უნდა ახსოვდეს.