იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხოვრება საფინალო სასტვენის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ცხოვრება საფინალო სასტვენის შემდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ზაფხულში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ივნისის ერთ ღამეს, 40 წლის კარის დარაჯი, რომელიც მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში მეექვსედ იყო გამოძახებული მსოფლიო ჩემპიონატზე, მეხიკოს იმ სტადიონზე გავიდა სათამაშოდ, სადაც მისი პროფესიული კარიერა 2004 წელს დაიწყო, 22-წლიანი სანაკრებო გარჯის შემდეგ კი გილიერმო ოჩოამ ხელთათმანები სამუდამოდ გაიხადა.


მექსიკამ 3:0 გაიმარჯვა და ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა. თანაგუნდელებმა „მემო“ ოჩოა ჰაერში აიტაცეს, ინჩასებმა კი მთელი ღამე მისი სახელი იყვირეს... როდესაც მარტო დარჩა, ნელი ნაბიჯებით გაიარა მოედნის გზა ცენტრალური წრისკენ, რათა კიდევ ერთხელ გადაევლო თვალი სარბიელისთვის, რომელმაც იგი აღზარდა.



ბევრი სპორტსმენისთვის დასკვნითი თავის დაწერა მათზე არაა დამოკიდებული. ოჩოას კი იშვიათი რამ ხვდა წილად: დამშვიდობება სამშობლოში, მუნდიალზე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც მასთან ერთად გაიარეს გრძელი გზა.


„მექსიკაში, ლეგენდარულ „აცტეკას“ სტადიონზე ასეთი დასასრული რაღაც უნიკალური, ჯადოსნური და განსაკუთრებული იყო. ეს იყო ორ დეკადაზე ხანგრძლივი კარიერა, თავდაუზოგავი შრომა, უზარმაზარი გამძლეობა და დისციპლინა, რისი პოვნაც დღევანდელ მაღალი მიღწევების სპორტში ადვილი არ არის“, – ამბობს იგი.


თუმცა, დამშვიდობება დასასრულს არ ნიშნავს. ოჩოასთან საუბრებისას, რომელიც კარიერის დასრულებიდან რამდენიმე თვეში შედგა, იგრძნობა არა ნოსტალგია, არამედ - ძლიერი იმპულსი. ლათინური ამერიკის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კარიერის დასრულების შემდეგ, ოჩოა წარსულსა და მომავალზე ფიქრობს.



გამოსათხოვარი მომენტი მხოლოდ ფეხბურთს არ ეკუთვნოდა. მისი თქმით, ეს წლები ასევე შოუბიზნესსა და ბიზნესში დაგროვილი გამოცდილების წლებიც იყო – საფუძველი, რომელიც მომავლის გათვალისწინებით ააშენა.


განსაკუთრებული ხიბლია იმაში, როდესაც ადამიანისგან ისმენ, რომ მისი ცხოვრების მთავარი ღამე „განუმეორებელი“ იყო, თან ისე, რომ სევდის ნატამალიც არ ერია. ოჩოა ამაზე ისე საუბრობს, როგორც მზის ჩასვლაზე, რომლის ნახვის ესთეტიური ბედნიერებაც ჰქონდა: მადლიერი მზერითა და სრულად გაცნობიერებით, რომ მარადიული არაფერია.


თუ „აცტეკაზე“ დამშვიდობება მექსიკურის ტურნირის ემოციური მწვერვალი იყო, ინტერნეტის საყვარელი თემა რაღაც უფრო მსუბუქი აღმოჩნდა. მექსიკის ნაკრების ინგლისთან მერვედფინალური მატჩის მოახლოებასთან ერთად, ოჩოა იქცა „დონ მემოდ“ – 17 წლის ნახევარმცველი ვარსკვლავის, ხილბერტო მორას თვითგამოცხადებულ მფარველად. 



თუმცა, ამ ხალისის მიღმა იდგა რაღაც, რასაც გილიერმო ოჩოა სრული სერიოზულობით უდგება. ის ისეთ სამყაროში გაიზარდა, რომელიც თითქმის არ ჰგავს იმას, რომელშიც ახლა 2026 წლის მუნდიალის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შედის.


„იმ დროში ვიცხოვრე, სოციალურ ქსელებამდელ ეპოქაში, როცა ინტერნეტ-პლატფორმები არ არსებობდა. არ იყო Facebook, არ იყო Instagram, არ იყო Twitter, ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ხალხი მეორე დღის ან კვირის გაზეთს ყიდულობდა და ტელევიზიით უყურებდა ამბებს. ჩემთვის, ამ სფეროში არსებული გამოცდილებისა და ასაკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო მცოდნოდა, როგორ ვყოფილიყავი ახალგაზრდებთან ახლოს, როგორ დამეცვა ისინი სოციალური ხმაურისგან, მაშინაც კი, როცა ამბობ: ამ ყველაფერს არ ვუსმენო... უამრავი ნეგატივია , რამაც შესაძლოა, ახალგაზრდის განვითარება შეაფერხოს“, – განმარტავს გოლკიპერი.


მისი მიდგომა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმით, რომ იგი უარყოფს მოძველებულ არქეტიპს კაპიტანზე, რომელიც ბრძანებებს გასცემს.


ოჩოა, ახლა უკვე, ლათინური ამერიკის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა და მისი იმიჯი გლობალურად ცნობილია ფეხბურთიდან წასვლის შემდეგაც. მისეული ფილოსოფია დღევანდელობას ეწინააღმდეგება. სწრაფი წარმატების ძიების ნაცვლად, მან ხომ უპირატესობა გრძელვადიან, უხმაურო, სუფთა და ჯანსაღ ოჯახურ კავშირებს მიანიჭა.


„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქმეები სოციალური ზეწოლის გამო არ აკეთო ლამაზად გამოჩენის სურვილით. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად იყო, იცოდე, რომ ეს საკითხები შენ კარიერაზე გავლენას არ ახდენს. ეს სიმშვიდე რთულად მოსაპოვებელია იმ ინდუსტრიაში, სადაც ყოველი ნაბიჯი და შედეგი საჯაროა და მოედნის მიღმა გაკეთებულმა თითოეულმა არჩევანმაც შესაძლოა, მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ გაიაროს. ყოველთვის მკაფიოდ მქონდა გათვითცნობიერებული ჩემი მიზნები და ვიცოდი, როდის მეთქვა „კი“ და როდის - „არა“, ეს კი ფეხბურთში შენი საკუთარი ბრენდის შესაქმნელად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს იგი.



გილიერმო ოჩოა ამჟამად წილს ფლობს Kavak-ში – მექსიკურ პლატფორმაში მანქანების ყიდვა-გაყიდვისთვის. ის ასევეა ინვესტორი კომპანია Troquer-ში, რომელიც მეორად ძვირადღირებულ დიზაინერულ სამოსს ყიდის, აგრეთვე - ტრეიდინგ კომპანიასა და მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმაში. საინტერესოა მისი კულინარიული წამოწყებებიც – იგი პარტნიორია მექსიკასა და ლოს-ანჯელესში არსებულ იაპონური რესტორნებისა და ტაკოს მწარმოებელი კომპანია Folklore-ის, რომელიც ოსტინში დაიწყო და ტეხასის მასშტაბით ფართოვდება.


თუმცა, პროექტი, რომელზეც „მემო“ ოჩოა უფრო შესამჩნევი ემოციით საუბრობს, ციფრული პლატფორმა გახლავთ, რომელიც შექმნილია სამოყვარულო ფეხბურთისთვის ხილვადობის მისაცემად. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა გამოჩნდნენ, აკლიათ გამოქვეყნებული სტატისტიკა, მოთამაშის პროფილები თუ ვიდეო-ფოტო მასალა, პლატფორმა კი მათ ეხმარებათ.


ოჩოა ამ იდეის გარშემო ჯგუფ Fuerza Regida-სთან და მის სოლისტ ხოსე ორტის პასთან გაერთიანდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს რეალური გავლენის მოხდენას სპორტზე ლათინურ თემში. ალიანსი კი შესაფერისია: მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეკარე და მექსიკური რეგიონული მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა.


კარიერის უკანასკნელი მატჩის შემდგომ გასაჯაროებული აქტივობები მიანიშნებს, რომ გილიერმო ოჩოას ხედვა სამყაროზე მხოლოდ საფეხბურთო მოედნით არ შემოიფარგლება. „მემო“ ცდილობს, უზარმაზარი აუდიტორიის მიზიდვას კეთილი საქმისთვის, ეს კი ალბათ ყველაზე გულწრფელი აღწერაა მისი იმ ადამიანური თვისებებისა, რომლებიც ყოველთვის სიმშვიდით გამორჩეულ მეკარის ბუნებაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩნდებოდა.


უბრალოებით გამორჩეული გილიერმო ოჩოა არასდროს ყოფილა მხოლოდ უბრალო მეკარე. ის ეროვნული სიმბოლო იყო ყოველთვის. „აცტეკას“ სტადიონზე გაჟღერებულმა საფინალო სასტვენმა კი მისი ისტორიის მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი თავი დახურა. 

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

მექსიკა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

განხეთქილება ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკა აშშ-სა და კანადას უპირისპირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

განხეთქილება ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკა აშშ-სა და კანადას უპირისპირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი მექსიკაში - რაში ადანაშაულებენ ნაკრების კაპიტანს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი მექსიკაში - რაში ადანაშაულებენ ნაკრების კაპიტანს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: წლის გოლი? ლუკას ოკამპოსის საოცრება მექსიკის ჩემპიონატში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: წლის გოლი? ლუკას ოკამპოსის საოცრება მექსიკის ჩემპიონატში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 აგვ, 2026

განხეთქილება ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკა აშშ-სა და კანადას უპირისპირდება

News image

11 აგვ, 2026

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

News image

11 სექ, 2026

სკანდალი მექსიკაში - რაში ადანაშაულებენ ნაკრების კაპიტანს?

News image

01 ნოე, 2026

VIDEO: წლის გოლი? ლუკას ოკამპოსის საოცრება მექსიკის ჩემპიონატში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება