ბრაზილიის სერია ა-ში პალმეირასი ატლეტიკო მინეიროს დაუპირისპირდა და მეტოქე 3-2 დაამარცხა.
მარცხის მიუხედავად, გამოსარჩევი იყო წაგებული გუნდის მოთამაშე ჰალკი, რომელსაც 38 წლის ასაკშიც შენარჩუნებული აქვს მისი უძლიერესი დარტყმა.
მინეიროს შემტევმა დუბლი შეასრულა, თანაც ორივე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ჰალკმა პირველი დარტყმა შედარებით ტექნიკურად შეასრულა, მეორე ჯერზე კი მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.