31 წლის სერბ-ავსტრალიელმა იელენა ტოდოროვიჩმა ბრაზილიაში ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქალი, რომელიც კაცების პროფესიონალურ საკალათბურთო გუნდს გაწვრთნის.
ის არა მხოლოდ კაცების გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელია ბრაზილიაში, არამედ მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში.
"მე აქ არა მარტო როგორც მწვრთნელი ვარ, არამედ ჩემი ოჯახის, ხალხისა და ქვეყნის წარმომადგენელი.
მინდა, რომ ბრაზილიურ კალათბურთში შესამჩნევი კვალი დავტოვო, რომელიც მოგებასა და წაგების მიღმა იქნება და საზოგადოების გულამდე მიაღწევს." - განაცხადა ტოდოროვიჩმა ფორტალეზას საკალათბურთო გუნდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ტოდოროვიჩი ასევე ევროლიგის მწვრთნელთა ასოციაციის წევრია, სადაც ოპერაციებს ხელმძღვანელობს.

2008-დან 2011 წლამდე, ის პროფესიონალურად ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, 2011-დან 2013 წლამდე აკადემიაში მუშაობდა, შემდეგ კი ავსტრალიაში გადავიდა, სადაც 2022 წლამდე მწვრთნელობდა.
2022 წლიდან ის სერბეთის ეროვნულ გუნდში მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2023 წელს კი საბერძნეთის ეროვნულ გუნდში დიმიტრის იტუიდისის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.