VIDEO: უხვგოლიანი მატჩი უემბლიზე - მსოფლიო ჩემპიონმა ინგლისი დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის პირველ ტურში ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
უემბლიზე გაიმართა მატჩი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გვეხილა - ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
მე-2 წუთზე ლამინ იამალმა მარკ გეჰის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში სწრაფად გახსნა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ინგლისმა ორი გოლით უპასუხა და წინ გასვლა შეძლო.
54-ე წუთზე ჰარი კეინს დუბლის შესრულების და ინგლისის ორი ბურთით წინ გაყვანის შანსი მიეცა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.
60-ე წუთზე ალექს ბაენამ ანგარიში გაათანაბრა, 74-ზე კი მიკელ ოიარსაბალს გაატანინა და ესპანეთმა მძიმე და სანახაობრივ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.