ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 50-ე მატჩი ჩაატარა.
65 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისის ნაკრები 3:2 დაამარცხა.
დე ლა ფუენტეს დანიშვნის შემდეგ ესპანელებმა 38 გამარჯვება მოიპოვეს, 10-ჯერ ფრედ ითამაშეს და მხოლოდ 2 მარცხი განიცადეს.
ამ პერიოდში გუნდმა 125 გოლი გაიტანა და 37 გაუშვა.
მხოლოდ ერთ მწვრთნელს ჰქონდა მეტი გამარჯვება ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ პირველ 50 შეხვედრაში – ვისენტე დელ ბოსკემ 43 მატჩი მოიგო.