VIDEO: ვაწაძის თავურით დინამომ უპირატესობა გაზარდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ეგიდით, დიდ დედაქალაქურ დერბიში იბერია 1999 დინამო თბილისს მასპინძლობს.
მატჩის 71-ე წუთზე მათე ვაწაძემ თავური დარტყმით გაიტანა და დინამოელები 2:0-ს იგებენ.
ვაწაძისთვის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლია, ასისტის შემსრულებელმა ნიკა ნინუამ კი მე-11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნულ ლიგაში ამ მხრივ ერთპიროვნულად საუკეთესოა - თორნიკე კირკიტაძეს (დინამო ბათუმი) 10 ასისტი აქვს.