VIDEO: ზურიკოს ბრწყინვალე გოლი - სენტ ეტიენი მარცხს ვერ გადაურჩა
26 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ლიგა 1-ს 31-ე ტურში სენტ ეტიენი სტუმრად სტრასბურგთან დამარცხდა.
ზურიკო დავითაშვილმა სტუმართა მაისურით სრული მატჩი ჩაატარა და მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მასპინძლებმა კიდევ ორი უპასუხო გოლი შეაგდეს და მატჩი დამაჯერებლად მოიგეს.
სენტ ეტიენს 27 ქულა დარჩა და გუნდი ბოლოსწინა ადგილს იკავებს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გადარჩენა უფრო და უფრო რთული ხდება.